“ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება” – მიხეილ დაუშვილი
“ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება”, – ამის შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა.
“ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს – პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.