გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ
სააკაშვილზე არ გადის ევროინტეგრაციის ზღვარი და ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს ჭკუა არ მოეკითხება, ამიტომ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. საბედნიეროდ, ბევრი რამე არც ზურაბიშვილზეა დამოკიდებული. ფორმალურად სააკაშვილის შეწყალება შეუძლია, მაგრამ ტვირთი, რაც აკიდებული აქვს, კიდევ უფრო მეტად დაიმძიმებს და მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ევროპასთან ჩვენი სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ“.