“გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია” – ინჯია
“გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია”, – ამის შესახებ ,,ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
“აშშ-მა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რომ ავიღოთ კოჰაბიტაცია, შედეგია ის, რომ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აკრძალული უნდა იყოს, პრეტენზია აქვს, დაუბრუნდეს ქვეყნის მმართველობას. იმ პერიოდში სანქციები რატომ არ დაუწესეს, როდესაც ქვეყნის ღალატის მუხლი ამოიღო სააკაშვილმა? ეს მუხლი ხომ იყო აშშ-ში? მაგრამ რა გასაკვირია, სანქციები აშშ-მა ჰააგის სასამართლოსაც დაუწესა, პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც. აქ ყველაფერი ნათელია. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ზეწოლა, რაც ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს”, – განაცხადა ინჯიამ.