პაპუაშვილი – ოპოზიციონერ დეპუტატებს: დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არცერთი არ გაიარეთ; თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი

“დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არცერთი არ გაიარეთ”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

“გიგროვდებათ თქვენ, როგორც რეგისტრაციის არგავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი. ეს თქვენი ობსტრუქცია, რაც შეეცადეთ, რომ მოგეწყოთ, რათა სხდომა არ გახსნილიყო, გასაგებია, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ მგონი, ამით გახსენით პანდორას ყუთი, ვინაიდან სამშაბათს, დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია იყენებს – ხოლმე პოლიტიკური განცხადებებისთვის. სხდომა თუ არ გაიხსნება სამშაბათს, ვერც პოლიტიკური განცხადებები გექნებათ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები