“სხედან დარბაზში და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ” – ოდიშარია ოპოზიციაზე
“სხედან დარბაზში და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“შემდეგ უნდათ, რომ გამოლანძღონ საქართველოს ხელისუფლება. ესეც უსამართლობაა. 73 დეპუტატი იყო დარბაზში და ეს არ ეყო კვორუმს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
“პარაზიტი ოპოზიციის ამბავი იკითხეთ თქვენ. როდესაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს, ისინი უშინაარსოდ არიან გასული ბოიკოტში და იცით, რატომ? რადგან ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას”, – მიმართა ოდიშარიამ ჟურნალისტებს.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ განახლდა. თუმცა ის დილის 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგისტრაცია რამდენჯერმე გამოაცხადა. სხდომის გასახსნელად 76 დეპუტატი იყო საჭირო.