“თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, განაცხადონ; მაგრამ მაშინ მიიღებენ ქართველი ხალხის რისხვას” – ოდიშარია
“საქართველოს პარლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ბოიკოტი უნდა იყოს განპირობებული რაიმეს მიმართ წინააღმდეგობით.
“თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, კეთილი ინებონ, მობრძანდნენ და ეს განაცხადონ. მაგრამ მაშინ მიიღებენ ქართველი ხალხის რისხვას და ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ. თუმცა, თუ ისინი მიემხრობიან ამ კანონპროექტს, რაც ღრმად უდევთ გულში, მაშინ მიიღებენ ალიყურს თავიანთი პატრონებისგან, ისევე, როგორც იმ ენჯეოებისგან, რომლებიც მსუყედ იკვებებიან ამ კანონპროექტის პედალირებით და, მრავალი შეფარული სათაურით, ამას ძალიან წარმატებით ახერხებენ”, – აცხადებს ოდიშარია.