“დაიწყებენ საუბარს, რომ ეს თემა მსოფლიოში არავის ადარდებს და რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია” – ქადაგიშვილი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტზე

“ზოგადად, ეს თემა მსოფლიოში გარკვეულ ვნებათაღელვას იწვევს და პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების საბაბია”, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ისინი [ოპოზიცია] დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ მსოფლიოში ეს თემა არავის ადარდებს.

“დაიწყებენ საუბარს, რომ ეს თემა მსოფლიოში არავის ადარდებს, საქართველოშიც არავის ადარდებს და რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები