მაკა ბოჭორიშვილი: საყურადღებოა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება და თითქოს, ასე არაფერი იცვლება, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რაღაც ისე არ არის მმართველობაში, როცა არჩევნები ასეთ შედეგებს აჩვენებს.

„საყურადღებოა ის შედეგები, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია ისევ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება და თითქოს, ასე არაფერი იცვლება, შეუძლებელია, უყურადღებოდ დარჩეს მზარდი ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ტენდენციები, რაც ასეთი დოზით აქამდე არ ყოფილა. საყურადღებოა, როცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ეს შედეგები წინააღმდეგობაში მმართველ ელიტებთან მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რაღაც ისე არ არის მმართველობაში, როცა არჩევნები ასეთ შედეგებს აჩვენებს. ამას ევროსკეპტიკოსებს ვერ დავაბრალებთ, რადგან როგორც წესი, ევროსკეპტიკოსები ნაკლებად მონაწილეობენ ევროპარლამენტის არჩევნებში. შესაბამისად, ამ შედეგებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. საყურადღებოა ის საკითხები, რაც ევროპელი ხალხის დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები