“ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები” – თალაკვაძე

“ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, “ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები”.

“სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები