ვოლსკი – დეპუტატების მიმართ ზეწოლაზე: ეს არის დაგეგმილი, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული, სტრატეგიული გეგმა
“ეს არ ხდება უნებლიედ და სპონტანურად, ეს არის დაგეგმილი, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული, სტრატეგიული გეგმა” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ იმ საკითხის შეფასებისას ისაუბრა, რომ ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გაიზარდა.
“ეს იმიტომ, რომ საპროტესტო აქციების კლების ფონზე ან შენელდეს სიძულვილის თესვის სტრატეგია. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას მხოლოდ ერთი, რომ ვინც ამ ორგანიზაციებს აფინანსებს, მათ უნდა მისცენ გარკვეული შენიშვნები, ვინაიდან ეს არ არის ევროპული მეთოდი; ეს საერთოდ ძალიან შორს არ ყოველგვარი ევროპულისგან და, რაც მთავარია, ეს შორს არის იმ ტრადიციისგან, რითაც საქართველოში თაობები იზრდებოდნენ.
დასაგმობია და არის მდაბიო ადამიანების კრება, რომელიც ამას გეგმავს და აკეთებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.