“მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს” – პაპუაშვილი
“მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
“ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.