“არც ერთხელ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა” – გია ვოლსკი

“პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი. არც ერთხელ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ბერლინში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომელშიც, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, კობახიძე მონაწილეობას იღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში.

“ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური დახმარება, სასამართლოზე – მათ შორის, ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა – იქ ყველგან არის საქართველო. რასაკვირველია, პოზიციის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი, სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბრები და შეხვედრები”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები