“ლგბტ თემის თუ ნებისმიერი სხვა, თუნდაც მცირე ჯგუფის ადამიანების უფლებები დაცულია და გარანტირებულია საქართველოში” – წილოსანი
“ვიცით, რამდენად გააქტიურებულია ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ლგბტ ადამიანების უფლებებისგან”, – ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ სურს, თქვას, რომ “ლგბტ თემის თუ ნებისმიერი სხვა, თუნდაც მცირე ჯგუფის ადამიანების უფლებები დაცულია და გარანტირებულია საქართველოში”.
“ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის საჭირო, ნამდვილად ვერ ასაბუთებს, არგუმენტი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე მიედინება ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით”, – აცხადებს წილოსანი.