“მოსალოდნელი იყო, რომ მთელ რიგ ქვეყნებში იზრდება იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში” – ბოჭორიშვილი

“მოსალოდნელი იყო, რომ მთელ რიგ ქვეყნებში იზრდება იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და, გარკვეულწილად, უკმაყოფილება სწორედ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მიმართ იზრდებოდა კონკრეტულ ქვეყნებში. ჩვენ ვნახეთ ის შედეგები, რაც უკვე ეროვნულ დონეზე გამოიწვია ევროპარლამენტის არჩევნებმა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა “დღის ქრონიკაში”, ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

“საფრანგეთში დაინიშნა ვადამდელი არჩევნები და ვხედავთ ასევე საკმაოდ მზარდ მემარჯვენე ტენდენციებს გერმანიაში. შეუძლებელია, ეს ტენდენციები დავტოვოთ უყურადღებოდ და შეუძლებელია, ამას გავლენა არ ჰქონდეს ევროკავშირის მასშტაბით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ნამდვილად, ევროპის სახალხო პარტია, რომელიც, ასე ვთქვათ, მემარჯვენე ოჯახიდან არის, რჩება და დარჩება ევროპარლამენტის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფად. მან მოიპოვა ევროპარლამენტის მანდატების 25 %. თუმცა, ციფრებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მნიშვნელოვანი პროცესებია წინ. თუ დააკვირდებით, დიდი რაოდენობა არის ახალი პოლიტიკური პარტიების, რომელთაც საერთოდ არ აქვთ განსაზღვრული პოლიტიკური ოჯახი. არავინ იცის, როგორ გადანაწილდებიან და საერთოდ გადანაწილდებიან თუ არა ისინი”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები