“ვუსმენთ ჩვენი ყველა მეგობრის განცხადებას, თუმცა, ვაკეთებთ იმას, რაც, პირველ ყოვლისა, სჭირდება ჩვენს ქვეყანას” – არჩილ თალაკვაძე

“რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ და ვუსმენთ ჩვენი ყველა მეგობრის განცხადებას, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც პირველ ყოვლისა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

“ცხადია, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში.

“მათ [ოპოზიციას] არ აქვთ პოზიცია იმ პრინციპულ საკითხებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის. თუმცა ახლა, როდესაც უკვე კანონპროექტის განხილვები დაიწყება, მათ მოუწევთ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, ვინაიდან ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, სადაც ოპოზიციას, უბრალოდ, შუაში გასაჩერებელი ადგილი არ აქვს”, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები