“სხვა ქვეყნებში არის ვალდებულებები უფრო დეტალური ანგარიშისა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა” – პაპუაშვილი
“ჩვენი, ქართული კანონი არის ყველაზე ლიბერალური ამ მიმართულებით არსებულ კანონებს შორის. ჩვენი, ქართული კანონით ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის წაყენებული სუბიექტების მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი მოთხოვნა არის წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის შევსება და ერთადერთი პასუხისმგებლობა არის – ვინც არ შეავსებს ამ დეკლარაციას, მისთვის ჯარიმა არის გათვალისწინებული.
“სხვა ქვეყნებში არის ვალდებულებები უფრო დეტალური ანგარიშისა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზოგ ქვეყნებში ხედავთ თქვენ, მათ შორის “ფარას“ შემთხვევაში რამხელა დეტალები საჯაროვდება, ვინ ვის დაურეკა ტელეფონზე და რაზე ელაპარაკა – ესეც კი არის ხოლმე “ფარას“ ანგარიშებში წარმოდგენილი”, – განმარტა პაპუაშვილმა.