“აღმოჩნდა, რომ ამ [ევროპელ] ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოში ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ” – ზარქუა
“ამ ხნის განმავლობაში უცხოური გავლენების შემცირებაზე აქცენტს ვინც ვაკეთებდით და ქართველი ხალხის ინტერესებს ვიცავდით, ამის გამო ევროპელი ლიდერები გვამუნათებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ”, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, “აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოში ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ”.
“თურმე, ცენტრალური ევროპის ხელისუფლებები სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, ამ არჩევნებზე სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა”, – განმარტა ზარქუამ.