“დღეს არსებობს ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად” – პაპუაშვილი
“დღეს არსებობს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები, რომლებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
“ყველას მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ დემოკრატიული პრინციპებით და იმ ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და უზრუნველყონ საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობა. დისკუსიის დაწყებიდან უკვე სამი თვე გავიდა და ვწუხვარ, რომ დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან, თუ ჩინოსნისგან განცხადება, რომ ისინი უზრუნველყოფენ, ვთქვათ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.