“გამოდის, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა” – ზარქუა
“გამოდის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა?”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
ზარქუას თქმით, “ამ უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის ამ არჩევნებმაც”.
“სანქციებს გვიწესებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს რის გამო? კანონის გამო. თან კანონი, რომელიც მათთან უფრო მეტი სიმკაცრით არის. ეხება მათთან ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირს”, – აღნიშნა დეპუტატმა.