სარჯველაძე – ბაიდენისა და მაკრონის მოწოდებებზე: ავტორების ავტორიტეტი მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს ვერ გადააქცევს სიმართლედ

ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა პატივი უნდა სცეს საკუთარი საზოგადოების სურვილებს და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ავტორების ავტორიტეტი მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს ვერ გადააქცევს სიმართლედ.

“ვინც საქართველოში არსებულ მდგომარეობას რეალურად ფლობს და მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს საკუთარ დამოკიდებულებას, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოსთვის ასეთი მოწოდებები, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უბრალოდ, არარელევანტურია”, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები