ზარქუა – ოპოზიციაზე: გამოჩნდება მათი სახე, ემსახურებიან ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლობას თუ ემსახურებიან დონორებს, უსამშობლოებს
“გვაქვს თემა, რომ კანონის სახით მივიღოთ კონკრეტიზაცია, თუ რას ეხება ის, რა იკრძალება და როგორ შეიძლება, დავიცვათ ჩვენი ბავშვები და ოჯახები ლგბტ პროპაგანდისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
“ოპოზიციის მხარდაჭერაც არის საჭირო და იქ გამოჩნდება მათი სახე – ემსახურებიან ქართველ ხალხს, ქართულ ინტერესებს, ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლობას თუ ემსახურებიან დონორებს, უსამშობლოებს თუ გლობალური ომის წარმომადგენლებს”, – აღნიშნა ზარქუამ.
პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარე პროექტია.