გიორგი გამსახურდია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე: მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები
„სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მათთან კავშირი უნდა ჰქონდეს ჩვენს დიპმისიას და უფრო მეტი აქტიურობისთვის მოვუწოდებ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ აშშ-ის კონგრესში გამართული, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა.
“მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები. დამერწმუნეთ (და პრემიერმინისტრის პოზიციაც მოვისმინეთ), ამ ადამიანებს მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ ეს [გამჭვირვალობის კანონი] არის სიმართლე. ჩვენ ამით არაფერს ვაშავებთ. ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხაზგასმა, სხვა არაფერი. იმ ადამიანებს, ვინც აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, თვითონაც უნდა აინტერესებდეთ ეს ფული სად მიდის და სად იხარჯება“, – აღნიშნა გამსახურდიამ.