„ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია” – კობახიძე
„ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირაში” ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურების ხარისხს. ასეთ დროს, როდესაც ვხედავთ რაღაც საბოტაჟის მცდელობას, არჩევნების დელეგიტიმაციისთვის წინასწარ ფონის შექმნის მცდელობას, ეს არის ძალიან სამწუხარო. რეალურად, ამით ხდება ყველაფრის ლუსტრაცია – რა შეიძლება – ჰქონდეს დაგეგმილი ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.