უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 9 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური,ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი და ერთი X-59 მართვადი რაკეტა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
„2024 წლის 8 ივნისის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან Shahed 131/136-ის ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მართვადი რაკეტა გაუშვა“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე.