აქტივისტ ნიკო მანაგაძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა, რომლებიც თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ.

„ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, ბუნებრივია, მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ის ჩანთაც ავიღე და ისე ვცდილობდი თავდაცვას. ამის შემდეგ მეორე, მესამე, კიდევ რამდენიმე პირი მოვიდა, ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ. სახეზეც არ მახსოვს ეს ხალხი, პირდაპირ თავში, გამიზნულად მირტყამდნენ“, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები