რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, შეწყვიტონ დანაშაულში თანამონაწილეობა.
„ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის საბრძოლო მასალითა და იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, ახლა თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმარისი არ გააკეთა ღაზის სექტორში „ხოცვა-ჟლეტის“ დასასრულებლად.
თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა „კეთილსინდისიერ და პასუხისმგებელ მხარეს, სიტუაცია გააკონტროლონ, რათა ღაზაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაში დაეხმარონ.
ინფორმაციისთვის, ისრაელის ბოლო ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაეროს სკოლაში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ 36 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.