უკრაინული ოპოზიციის ლიდერებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხეს
უკრაინული ოპოზიციის ლიდერებს – არსენი იაცენიუკსა და ალექსანდრ ტურჩინოვს, რომლებიც ხარკოვის საავადმყოფოში ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს სანახავად მივიდნენ, უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. სადეზინფექციო ხსნარით და “ბრილიანტის მწვანით” შეიარაღებულმა მამაკაცმა საავადმყოფოში მისულ პოლიტიკოსებს ანტისეპტიკური საშუალება სახეში შეასხა. ხულიგნობაში ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი ხარკოვის მკვიდრი აღმოჩნდა. თავად იაცენიუკმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები ხდება და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სახეს ჩამოიბანს და თავს მოიწესრიგებს.