“არ მახსენდება, ვინმეს სავიზო შეზღუდვებზე დაეწყო საუბარი საფრანგეთის ქვედა თუ ზედა პალატის წევრების მიმართ “ – რატი იონათამიშვილი

საფრანგეთის პარლამენტის მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიღებულ კანონს მმართველ გუნდში აფასებენ.

“არ მგონია, ვინმეს საფრანგეთის მაგალითზე შეეფასებინოს, რომ გარე ჩარევებისგან თავის დაცვისა და გამჭვირვალობის ინიციატივა ყოფილიყო ფრანგული დემოკრატიის შავი დღე. არც ის მახსენდება, რომ ვინმეს სავიზო შეზღუდვებზე დაეწყო საუბარი საფრანგეთის ქვედა თუ ზედა პალატის წევრების მიმართ. შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი სუბიექტური და ტენდენციური იყო ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ საქართველოს მაგალითზე ვისმენდით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები