“სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, ეს უნდა ნიშნავდეს კონკრეტულ საქმეებში ერთიანი ნაბიჯების გადადგმას” – სუბარი

“სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, ეს უნდა ნიშნავდეს ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და კონკრეტულ საქმეებში ერთიანი ნაბიჯების გადადგმას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია აფასებს იმ დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები უწევს საქართველოს არაღიარების პროცესის ფარგლებში, თუმცა, მისივე თქმით, “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლები წვლილი შეგვაქვს ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერაში, რისი ავტორიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ამერიკის შეერთებული შტატები”.

“განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს ავღანეთში მისიას, სადაც საქართველო იყო მსოფლიოში მეოთხე ბენეფიციარი, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მათ შორის, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის”, – განმარტა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები