“ოპოზიციას მოუწევს დუმილის დარღვევა, რადგან საკუთარ ამომრჩეველს უნდა უთხრას – ეთანხმება თუ არა კაცის კაცზე გათხოვების დაკანონებას” – მაჭარაშვილი
“ოპოზიციას მოუწევს დუმილის დარღვევა იმიტომ, რომ საკუთარ ამომრჩეველს უნდა უთხრას – ან ეთანხმება კაცის კაცზე გათხოვების დაკანონებას და ქალის მიერ ცოლის მოყვანის დაკანონებას, ან არ ეთანხმება”, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ხალხის ძალის” წევრის თქმით, თუ არ ეთანხმება, მაშინ ოპოზიციას საკუთარ ამომრჩეველთან მოუწევს პასუხის გაცემა – რას ნიშნავს, რომ საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ კი შეიძლება, წავიდეს ის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ რეგულაციაში მოექცეს ეს პროცესები”, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.