სოზარ სუბარი: საქართველოს სურს ნატოს წევრობა, ოღონდ იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა იმისთვის, როგორც ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა – დაგვაყენონ ღია კარებში უსასრულოდ
„ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება,” – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ეს ეჭვი მას შემდეგ გაუმყარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება და არც არასდროს იგეგმებოდა.