“ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს, ამოვძირკვავთ სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს” – ოდიშარია
„შალვა ნათელაშვილს, 0%-იან კლოუნს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
“ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, აი, ამ სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს”, – აღნიშნა ოდიშარიამ.