ფაქტია, რომ ეს ადამიანები სულ უფრო ხშირად ახსენებენ სიტყვა “მაიდანს”; ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს” – იონათამიშვილი

“ფაქტია, რომ ეს ადამიანები სულ უფრო ხშირად ახსენებენ სიტყვა “მაიდანს”. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება შეაჩვიონ და ეს ნიშნავს სისხლისღვრის, უბედურების შეჩვევას”, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, “ამ მზაკვრულ გეგმებს არანაირი ახდენა არ უწერია.

“გამორიცხულია. საქართველოში მაიდანიზაცია არასდროს მოხდება. მაგრამ ეს ადამიანები კოორდინებულად ამაზე რომ საუბრობენ და ოცნებობენ, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის ამ ქვეყნის ღალატის ფასი”, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები