გიორგი ვოლსკი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი არანაირად არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი სექსუალური უმცირესობების უფლებებს არ არღვევს.
„ეს არის თემა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან აქ არის ლაპარაკი იმ რესურსზე, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე ამ ისტორიული ქარცეცხლისა და ქარტეხილების მიუხედავად. ეს არანაირად არ თრგუნავს და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს. თავად თემა, ამის პროპაგანდა წარმოშობს საზოგადოებაში ისეთ დაპირისპირებებს, რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი განვითარება მოჰყვეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ.