რატი იონათამიშვილი: დემოკრატიული ფასეულობების გულისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი ძალიან უხერხულია

“ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში არ იყოს დაშვებული ისეთი შეცდომები, რომლის მაგალითებით, სამწუხაროდ აქამდე გვაქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანციებზე საუბარი უხერხულია.

„ცხადია, ნებისმიერი საუბრები სანქცირებაზე, რომლებიც თუნდაც პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტში კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული, მსგავსი შეცდომა იქნება. ეს შეცდომა არ უნდა იყოს დაშვებული და საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და ეს შეცდომები აღარ განმეორდება. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, ასეთი შეცდომები იყოს დაშვებული, შევლენ ისტორიაში, როგორც საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. დემოკრატიული ფასეულობების გულისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არის ძალიან უხერხული, არარელევანტური და ღიმილის მომგვრელი, მით უმეტეს როდესაც ამას არანაირი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები