“მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა” – დავით ბაქრაძე

“ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე წარადგენს საქართველო. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, ამ რეზოლუციის. მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება”, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ისაუბრა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ – შეაფასა.

“მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, პრიორიტეტი და ეს კენჭისყრა არის დასტური იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები