რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტის ქარტიაზე: ეს არის ამორალური გაერთიანება
ეს არის ამორალური გაერთიანება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.
მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სიყალბე შედეგს ვერ მოიტანს.
„ეს არის ამორალური გაერთიანება, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც ერთმანეთის მიმართ ზიზღით ერთიანდებოდნენ, ახლა პოლიტიკური ინტერესებისა და დავალებების ირგვლივ გაერთიანდნენ. ფაქტია, რომ ამ ადამიანების დაპირისპირებაც და ერთიანობაც არის დაცლილი ყოველგვარი ფასეულობებისა და ღირებულებებისგან. ეს არის ყალბი. შესაბამისად, შეუძლებელია სიყალბე შედეგიანი იყოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.