ანრი ოხანაშვილი – ლგბტ პროპაგანდაზე: ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები

ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

„მოჭარბებული პოპულარიზაციისა და პროპაგანდისგან ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, ვინაიდან არასრულწლოვანები, ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქ და დაარეგულიროს ეს საკითხები ისე, რომ არც არავის უფლებები შევლახოთ და, რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოვიყვანოთ სისრულეში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები