“ყველანაირი კრიტიკა, მათ შორის, უსაფუძვლოც კი, მით უმეტეს, მეგობარი ერებისგან აზიანებს ნებისმიერ ხელისუფლებას” – ოდიშარია
“ყველანაირი კრიტიკა, მათ შორის, უსაფუძვლოც კი, მით უმეტეს, ძალიან ძლიერი და მყარი პარტნიორებისა და მეგობარი ერებისგან, რა თქმა უნდა, აზიანებს ნებისმიერ ხელისუფლებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა კითხვის საპასუხოდ – რამდენად დააზიანებს დასავლეთის კრიტიკა საქართველოა ხელისუფლებას.
“მაგრამ ეს დროებითია. დროებითია იმიტომ, რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ თავის დროზე მაინც მოვა. საზოგადოებაც, როგორც ქართული, ისე ამერიკული, ასევე, პოლიტიკური ისტებლიშმენტიც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგავართ”, – აღნიშნა ოდიშარიამ “დღის ქრონიკაში” საუბრისას.