“იმედი მაქვს, აშშ საქართველოს მოეპყრობა, როგორც მოძმე ერს და არა როგორც უმცროს ძმას, რადგან უმცროს-უფროსი ძმობა მოგვაბეზრა საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა” – ოდიშარია
“მოხარულები ვართ, რომ ჩინეთი უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ის იქნება ერთ-ერთი მთავარი აქტორი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-სთვის კარი არავის დაუხურავს და არც დახურავს.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის, რასაც ჩემთვის წარმოადგენდა ამერიკული ოცნება, საქართველოს მოეპყრობა, როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორს და მოძმე ერს და არა როგორც უმცროს ძმას, რადგან უმცროს-უფროსი ძმობა ჩვენ მოგვაბეზრა საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა. სწორედ ამიტომ ვდისტანცირდით”, – აღნიშნა ოდიშარიამ.