“საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, ჩვენ წლებია, სხვადასხვა სანქციის ქვეშ ვართ ნამყოფი” – შალვა პაპუაშვილი
„რა მომენტშიც ქართველი პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობს უცხო ქვეყნის მუქარაზე, იმ მომენტში, ის ქართველი პოლიტიკოსი აღარ არის, არამედ არის უცხო ქვეყნის შანტაჟდაქვემდებარებული პოლიტიკოსები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაში ასეთი ბევრია.
“შესციცინებენ თვალებში უცხოელებს, არ სიტყვები გადმოვა მათი ბაგეებიდან,რომ ამ ბაგეებიდან გადმოსული სიტყვების შემდეგ აქციონ საკუთარი დღის წესრიგად. სამარცხვინოა, რომ ასეთი მიდგომა არის. რაც შეეხება ზოგადად ამ სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, ჩვენ წლებია, სხვადასხვა სანქციის ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს, რომ ასეთი ენით ესაუბროს ქართველ ხალხს”, – აცხადებს პაპუაშვილი.