“ეს “ომის ქარტია” დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ” – პაპუაშვილი
“ერთი ქოლგის ქვეშ შეიყარა ის ოპოზიცია, რომელიც აღარ ვიცი, ამ კინოს მერამდენედ ვხედავთ, თავს გვაჩვენებენ, თითქოს, არიან გაყოფილები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ეს “ომის ქარტია” ზუსტადაც დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ამ ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ, სერგო ორჯონიკიძეების სია, რომლებიც მზად არიან, წინ შემოუძღვნენ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.