დავით ქართველიშვილი: კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სანქციებთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს. „ქვეყნის დამსახურებული “фуфло”” – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ხიდაშელს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელის არც ერთ სიტყვას და პირობას არანაირი აზრი არ აქვს. ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციის მუქარები კანონის მიღების შემთხვევაში რუსეთის შემოსვლასთან, სანქციებთან, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით არ გამართლდა.