“რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს” – ბექა ლილუაშვილი

“პარტია “გახარია საქართველოსთვის” სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, ქართული ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების  ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე”, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის შეფასებისას ისაუბრა.

რაც შეეხება ქართული ქარტიით გათვალისწინებული, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს – როგორც ლილუაშვილი ამბობს, პარტიას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის.

“რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”, – აცხადებს ლილუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები