“ბევრ რამეს, რაც უსამართლოდ, დაფარულად ხდებოდა, რეალურად, ფარდა აეხდება” – სარჯველაძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა გამჭვირვალობის კანონი და იმ შედეგზე ისაუბრა, რაც მან საქართველოს უნდა მოუტანოს.

“ამ კანონპროექტს შეუძლია ბევრი სამართლიანობის მოტანა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ რამეს, რაც უსამართლოდ, დაფარულად და ფარდის ქვეშ ხდებოდა, რეალურად, ფარდა აეხდება.

ამ შემთხვევაში, იგულისხმება იმ ტიპის დაფინანსებები, როდესაც საქართველოს ინტერესებთან არათავსებადი უცხოური ინტერესის დაფინანსება შეიძლება, ხორციელდებოდა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები