“მინდა, მოვუწოდო ენმ-ს – დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს” – სააკაშვილი
“მინდა, მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს”, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოდან ონლაინჩართვისას განაცხადა.
“მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ ნახევარი კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ, ამ ვითარებაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.