გურამ მაჭარაშვილი: „ენჯეოები“ გამჭვირვალობის კანონს თუ არ დაექვემდებარებიან, ეს იქნება ლუსტრირება, რომ „შავი ფული“ „ენჯეო“ სექტორში იყო, არის და იქნება

“ენჯეოები“ გამჭვირვალობის კანონს თუ არ დაექვემდებარებიან, ეს იქნება ლუსტრირება, რომ „შავი ფული“ „ენჯეო“ სექტორში იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილისვე თქმით, საქართველო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით სუვერენიტეტს განამტკიცებს.

„საქართველო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით სუვერენიტეტს განამტკიცებს. შუა დერეფნის პროექტი პრაქტიკულად ამუშავებულია და ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება, დასრულდება. ამას უდიდესი ჩინური კომპანია აკეთებს. წარმოიდგინეთ, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის რას ნიშნავს. მაშინ, როცა ევროკავშირი და ამერიკა მთლიან არიან გადართული, რომ ჩინეთის ეკონომიკა აითვისონ და ნომერ პირველი ექსპორტიორია ევროკავშირში, ეს პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველო შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. „ენჯეოები“ თუ არ დარეგისტრირდებიან, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კანონს თუ არ დაექვემდებარებიან, ეს იმის ლუსტრირება იქნება, რომ „შავი ფული“ „ენჯეო“ სექტორში იყო, არის და იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები