“60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება – ყველას მოვუწოდებ, მიჰყვნენ კანონის ნორმებს” – პაპუაშვილი

“60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება – ყველას მოვუწოდებ, მიჰყვნენ კანონის ნორმებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, თუკი მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პრაქტიკულად იყვნენ გამჭვირვალე? რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს აჩვენებს, რომ მათ პრობლემა აქვთ არა კანონის მიმართ, არამედ პრობლემა აქვთ იმისა, რომ ხალხისთვის მათი ფინანსები ცნობილი გახდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები