ორთოპედიული ქამრები წელის ტკივილის დროს

წელის ტკივილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა – ამ დროს რთულია დაძინება და მოსვენება. თუ ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამის მიზეზი შეიძლება ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება იყო. მწვავე, ძლიერი, შეტევითი წელის ტკივილი კი როგორც წესი, წელკავს ახასიათებს.  ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • გადაღლილობა;
  • დაჭიმულობა;
  • დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა;
  • სიმძიმეების აწევა;
  • ტრავმა;
  • რომელიმე დაავადება.

იმ მომენტიდან, როცა წელის ტკივილი თავს იჩენს საჭიროა, პირველ რიგში, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, დაადგინოთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი და დაიწყოთ მისი მკურნალობა. ასევე,  წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და  დისკომფორტის შესამცირებლად  ადამიანები წელის კორსეტებსა და ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი  ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია.  პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. წელის კორსეტებისა და ქამრების დიდ არჩევანს გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”.  სამედიცინო ჯგუფი უკვე 12 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  კორსეტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები ზურგის მიდამოში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და, რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. მაღაზიათა ქსელი თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა ბათუმში მდებარეობს, სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები