დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს, პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ბავშვთა დაცვის დღის შესახებ პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.

ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ინდუსტრიული რევოლუციისა და შემდგომი მსოფლიო ომების შედეგად დაფიქსირდა, რომ ბავშვები ძალადობას, ჩაგვრას და ადამიანის ძირითადი უფლებების ჩამორთმევას ექვემდებარებოდნენ. როგორც სუსტებს, მათ ადვილად აიძულებენ ჩაიდინონ უსამართლო, არაეთიკური და ამორალური ქმედებები. ხდება მათი ექსპლუატაცია და მანიპულირება. მილიონობით მათგანი არასრულფასოვნად იკვებება. ყველა ეს პრობლემა გამოიკვეთა ჟენევის კონფერენციაზე და ამიტომ მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს დაეცვათ ბავშვები მთელს მსოფლიოში.

იმ დროს განვითარებულ ქვეყნებში სასწრაფოდ მიიღეს ქმედებები ბავშვების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ხოლო განვითარებად ქვეყნებში დონორი ორგანიზაციები აფინანსებდნენ და ჩადიოდნენ ქველმოქმედებას ამ ადგილებში ადამიანებისა და ბავშვების სოციალური განვითარებისთვის. მოეწყო სხვადასხვა კამპანია და გაკეთდა სოციალური მოწოდებები მოხალისეებისთვის, ჩამოსულიყვნენ და დახმარებოდნენ განვითარებაში.

ამ აქტივობებს შორის ძირითადი პრიორიტეტული სფეროები იყო ბავშვების განათლება, კვება, ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ბავშვთა შრომის შეწყვეტა. ერთობლივად, ყველა ეს ინიციატივა და ბავშვთა დაცვისა და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი დღე გამართლდა და შედეგად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა და დაფინანსებული იყო მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები